ნინო ლაცაბიძე: რუსთავის სპორტის სასახლემ  ისეთი  პროექტების  დაგეგმვის ახალი შესაძლებლობები მოგვცა, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებში შეუწყობს ხელს სპორტის პოპულარიზაციას

რუსთავის მერიის ორგანიზებით, რუსთავის სპორტის სასახლე და სპორტის განვითარების ცენტრი, ,,ზაფხულის სპორტულ აკადემიას” მასპინძლობს. სპორტული აკადემიის პირველი ეტაპი,  რამდენიმე დღის წინ დაიხურა და მეორე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას, რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მონაწილე ბავშვებს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ გიორგი დემეტრაშვილთან ერთად  სპეციალური სიგელები გადასცა და სპორტულ-საგანმანათლებლო მუზეუმი დაათვალიერებინა.

,,რუსთავის სპორტის სასახლემ  ისეთი  პროექტების  დაგეგმვის ახალი შესაძლებლობები მოგვცა, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებში შეუწყობს ხელს სპორტის პოპულარიზაციას. ,,ზაფხულის სპორტული აკადემია” კიდევ ერთი  ძალიან კარგი და წარმატებული პროექტია, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს. პროექტი აუცილებლად გაგრძელდება და კიდევ უფრო ბევრ ბავშვს ჩართავს”, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის პირველ ნაკადში 7-დან 12 წლამდე ასაკის 30 რუსთაველი ბავშვი იყო ჩართული. ,,ზაფხულის სპორტული აკადემია”, სპორტის სხვადასხვა სახეობებით მოზარდების დაინტერესებას ისახავს მიზნად და სპორტული აქტივობის გარდა, ცნობილ სპორტსმენებთან შეხვედრებს, შემეცნებით გაკვეთილებსა და გასართობ პროგრამებს მოიცავს. პროექტი 14 ივლისს დაიწყო და 29 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები