ნინო წილოსანი: მუქარის და შანტაჟის ავტორებისთვის კომფორტულია თუ ხელისუფლებაში იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთი მოთხოვნის შესაბამისად, ისევე როგორც 2008 წელს საქართველოს ჩართავდა ომში

„ის კანონები, რომელიც საფუძვლად არის მოტანილი ვიზალიბერალიზაციის გაუქმების და შეჩერების წერილში, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესს,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი აცხადებს.

მისივე თქმით, ევროკომისიის წერილი ვერ იქნება აღქმული, როგორც სამართლიანი და ობიექტური მოთხოვნა.

„ამ მუქარის და შანტაჟის ავტორებისთვის კომფორტულია თუ ხელისუფლებაში იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთი მოთხოვნის შესაბამისად, ისევე როგორც 2008 წელს საქართველოს ჩართავდა ომში. ის კანონები, რომელიც საფუძვლად არის მოტანილი ვიზალიბერალიზაციის გაუქმების და შეჩერების წერილში, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესს და ამ შემთხვევაში, ეს რა თქმა უნდა ვერ იქნება აღქმული როგორც ობიექტური და სამართლიანი მოთხოვნა“, – აცხადებს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები