თამთა მეგრელიშვილი: ჯო უილსონის სახელი დიდი ხანია ასოცირდება არასანდო ფულზე გაყიდულ ფიგურასთან და ოპოზიციას ვთხოვ მისგან ქართულ სახელმწიფოზე შეყვარებული კაცის ხატს ნუ ქმნის, “ქართულ ოცნების” მიმართ მისი კრიტიკა უარგუმენტოა და ის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობისთვის” და მათი რუპორი ტელევიზიებისთვისაა საჭიროც და ავტორიტეტიც

,,მთავარია გადაუხადონ და მას რასაც შეუკვეთენ იმას დაწერს და იმას იტყვის. ამას მოწმობს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია რომელიც ადასტურებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიიდან კონგრესმენი ჯო უილსონი დიდ შემოწირულებებს იღებს და სწორედ ამ პროცესს ემთხვევა საქართველოს მიმართ მის მიერ გაკეთებული განცხადებები”,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ჯო უილსონის სახელი დიდი ხანია ასოცირდება არასანდო ფულზე გაყიდულ ფიგურასთან და ოპოზიციას ვთხოვ მისგან ქართულ სახელმწიფოზე შეყვარებული კაცის ხატს ნუ ქმნის.

„კონგრესმენი ჯო უილსონი ფულის სანაცვლოდ მისთვის სინამდვილეში უინტერესო ქვეყანაზე, საქართველოზე შეკვეთილი შინაარსით საუბრობს და ოპოზიციისათვის საჭირო პოლიტიკურ კონტენტს ქმნის.
“ქართულ ოცნების” მიმართ მისი კრიტიკა უარგუმენტოა და ის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობისთვის” და მათი რუპორი ტელევიზიებისთვისაა საჭიროც და ავტორიტეტიც.
მთავარია გადაუხადონ და მას რასაც შეუკვეთენ იმას დაწერს და იმას იტყვის.
ამას მოწმობს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია რომელიც ადასტურებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიიდან კონგრესმენი ჯო უილსონი დიდ შემოწირულებებს იღებს და სწორედ ამ პროცესს ემთხვევა საქართველოს მიმართ მის მიერ გაკეთებული განცხადებები.
გულწრფელი გულშემატკივრობა ქართული სახელმწიფოსადმი თუ მხოლოდ ფული?! რა თქმა უნდა მხოლოდ ფული!
ჯო უილსონის სახელი დიდი ხანია ასოცირდება არასანდო ფულზე გაყიდულ ფიგურასთან და ოპოზიციას ვთხოვ მისგან ქართულ სახელმწიფოზე შეყვარებული კაცის ხატს ნუ ქმნის.“ – წერს მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები