ლევან მახაშვილი: ვამბობდით, რომ აუცილებლად დადგებოდა ის დღე, როდესაც გაირკვეოდა, რომ სინამდვილეში ჯო უილსონის აქტიურობის უკან იყო ფული
„ვამბობდით, რომ აუცილებლად დადგებოდა ის დღე, როდესაც გაირკვეოდა, რომ სინამდვილეში ჯო უილსონის აქტიურობის უკან იყო ფული,“- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჯო უილსონის აქტიურობის უკან ფული იდგა და არა საქართველოს სიყვარული.
“ვამბობდით, რომ აუცილებლად დადგებოდა ის დღე, როდესაც გაირკვეოდა, რომ სინამდვილეში ჯო უილსონის აქტიურობის უკან იყო ფული.
დღეს გავიგეთ, რა არის ჯონ უილსონის მხრიდან საქართველოს სიყვარულისა და მეგობრობის ფასი, ეს არის 360 000 დოლარი, დაახლოებით ერთი მილიონი ლარი.
ქართულ პოლიტიკაში ბევრი ცდილობდა მილიონების შოვნას. ბატონ სანიკიძე შეუერთდა ბატონი ვინიცობაა, რომელიც ქართული პოლიტიკიდან ცდილობს მილიონების შოვნას.
რეალურად, მათი პოლიტიკური აქტიურობის უკან სინამდვილეში დგას ფული და არა ალტრუისტული ინტერესები, ნამდვილად საქართველოს სიყვარული”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის პარტია ოთხი ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ფარა-ს დოკუმენტების მიხედვით, ამ კომპანიიდან შემოწირულებებს კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა. ნელსონ მალინსისთან გაფორმებულ ექვსთვიან ხელშეკრულებას “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ხელს პეტრე ცისკარიშვილი აწერს.