ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ავარიას ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.