ლევან ნიკოლეიშვილი: არ ვიცი, ვინ რას ფიქრობთ, მაგრამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო „ნაციონალურ მოძრაობას“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, რაც შეეხება ჯო უილსონს – ის არამხოლოდ საქართველოს მტრული რიტორიკით გამოირჩევა, არამედ მიზანმიმართულად და სავარაუდოდ გარკვეული ფინანსური ინტერესების საფუძველზე ცდილობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დაზიანებას

,,აშშ-ს “FARA”-ს მიხედვით ირკვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გაშავების მიზნით ლობისტური კომპანია “ნელსონ მალინსი” დაიქირავა. ამისათვის, მათ 360 000$ უხდიდა, აქვე ჩანს ჯო უილსონი, დაბალი პოლიტიკური ყოფაქცევისა და ჩვენდამი მტრულად განწყობილი სუბიექტი, საქართველოს მიმართ ზიზღით სავსე თვალთმაქცი”,- ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, არ ვიცი ვინ რას ფიქრობს, მაგრამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო, ნაცმოძრაობას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

„აშშ-ს “FARA”-ს მიხედვით ირკვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გაშავების მიზნით ლობისტური კომპანია “ნელსონ მალინსი” დაიქირავა. ამისათვის, მათ 360 000$ უხდიდა, აქვე ჩანს ჯო უილსონი, დაბალი პოლიტიკური ყოფაქცევისა და ჩვენდამი მტრულად განწყობილი სუბიექტი, საქართველოს მიმართ ზიზღით სავსე თვალთმაქცი. არ ვიცი ვინ რას ფიქრობთ, მაგრამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო, ნაცმოძრაობას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ხოლო, რაც შეეხება ჯო ვილსონს, რომელიც გარდა იმისა რომ ემტერება ჩვენს ქვეყანას, ასევე მიზანმიმართულად, გარკვეული ფულადი ანაზღაურების საფასურად, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუარესებას ემსახურება. საეჭვოა, რომ ჯო უილსონი სხვა, მესამე, უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდაც, მოქმედებდეს, მას უნდა აეკრძალოს საქართველოში შემოსვლის უფლება.“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები