ბორჯომში, ვეტერანი სპორტსმენის ოლეგ ლომიძის სახელობის ტურნირი გაიმართა
ბორჯომის სასპორტო სკოლის ორგანიზებით, დაბა ახალდაბაში საჭიდაო არენაზე, ვეტერანი სპორტსმენის ოლეგ ლომიძის სახელობის ტურნირი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას, ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრება შვიდ წონით კატეგორიაში გაიმართა და მასში საქართველოს ყველა რეგიონიდან 200-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან 500 ლარი გადაეცა, მეორე ადგილზე გასულს 300 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულს 200 ლარი.
გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.