ბანგლადეშში სკოლაზე თვითმფრინავის დაცემის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ბანგლადეშში გლოვის დღეა გამოცხადებული მას შემდეგ, რაც სამხედრო თვითმფრინავის, სკოლაზე ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა მოსწავლე იყო, რომლებიც გაკვეთილიდან ახალი გამოსულები იყვნენ, როდესაც F-7 ტიპის თვითმფრინავი დედაქალაქ დაკაში მაილსტოუნის სკოლასა შეეჯახა.

დამწვრობისა და პლასტიკური ქირურგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმის თქმით, 50-ზე მეტი ადამიანი დამწვრობის შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან ბევრი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

შეიარაღებული ძალების განცხადებით, სავარაუდოდ, თვითმფრინავს ტექნიკური გაუმართაობა სასწავლო წვრთნების ჩასატარებლად აფრენის შემდეგ შეექმნა, დაღუპულთა შორის არის პილოტიც.

შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტის გამოსაძიებლად საგამოძიებო კომისია შეიქმნა.

მედიის ინფორმაციით, ეს ავიაკატასტროფა ქვეყანაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სისხლიანი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები