სოფო კილაძემ პარლამენტში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის დელეგაციას უმასპინძლა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საქართველოში სტუმრად მყოფ ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს, აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
„საქართველო არის მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტული ტრადიციებისა და კულტურის მქონე მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური სახელმწიფო. რელიგიური მრავალფეროვნება და საზოგადოების მაღალი რელიგიური თვითიდენტიფიკაცია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტორია. რელიგიისა და რწმენის თავისუფლება წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას. ჩვენი კომიტეტი იღვწის, რომ ეს უფლება სრულად იქნას დაცული ნებისმიერი ადამიანის მიმართ, მიუხედავად მისი რელიგიური კუთვნილებისა, მიუხედავად იმისა, თუ რა ობიექტური ან სამართლებრივი მდგომარეობა უჭირავს იმ რელიგიურ გაერთიანებას, რომელსაც კონკრეტული პირი მიეკუთვნება”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები