ქეთევან ციხელაშვილი: არჩილ ტატუნაშვილის არაადამიანური წამებისა და მკვლელობის საქმეზე, მთავარი ამოცანა დამნაშავის დასჯაა

„არჩილ ტატუნაშვილის არაადამიანური წამებისა და მკვლელობის საქმეზე, მთავარი ამოცანაა დამნაშავის დასჯა“ – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გრძელდება მუშაობა და გამოყენებული იქნება ყველა მექანიზმი იმისთვის, რათა აღსრულდეს სამართლიანობა.
„არჩილ ტატუნაშვილის არაადამიანური წამებისა და მკვლელობის ფაქტზე ცხადია, ყველა ინსტრუმენტი არის ამოქმედებული, მათ შორის სამართლებრივი. ბრალდებულები იძებნებიან ინტერპოლის წითელი ცირკულარით. საქართველომ აგვისტოში სახელმწიფოთაშორისი სარჩელი შეიტანა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომლის საფუძველს წარმოადგენს არჩილ ტატუნაშვილს, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობები, ასევე სხვა მძიმე შემთხვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ათი წლის განმავლობაში. ასევე არის გამოყენებული მოლაპარაკებების ფორმატი და დიპლომატიური რესურსები. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ყველა მექანიზმით ძალისხმევას იმისთვის, რომ აღსრულდეს სამართლიანობა”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები