“პრემიერმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ აფხაზ და ოს და-ძმებთან საქართველო უალტერნატივო, შერიგების პოლიტიკას ატარებს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ხატიძის თქმით, გაერო-ში პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მკაფიოდ აღნიშნა, რომ აფხაზ და ოს და-ძმებთან მიმართებაში საქართველო უალტერნატივო, სამშვიდობო, შერიგების პოლიტიკას ატარებს.
მისივე თქმით, პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველო – ნატო-ს ურთიერთობას.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ისაუბრა ხელისუფლების უმნიშვნელოვანეს მიღწევებზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან მიმართებაში საქართველო ატარებს უალტერნატივო, სამშვიდობო, შერიგების პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ინიციატივა – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის ყველა იმ სიკეთის შეთავაზებას გულისხმობს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები იღებენ.
​მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობას, რომელსაც საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. ასევე, მან ისაუბრა ჩვენი ქვეყნის მიერ შეტანილ წვლილზე საერთაშორისო მისიებში”, – განაცხადა გიორგი ხატიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები