„კვირის პალიტრის“ რედაქტორი: დიახ, ქუმსიშვილი არის ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებლის ნათესავი

გაზეთ „კვირის პალიტრის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სკანდალური სტატიის „მამაცაშვილი, ჩხარტიშვილი, გახარია… ვინ დაპირდა ივანიშვილს კომპრომატების დადებას ქუმსიშვილზე და ვინ აკონტროლებს პროკურატურას?”, – შესახებ სტატიის ავტორმა გიორგი კვიტაშვილმა “TV პირველის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, “პალიტრა მედიის” ბიზნესი 23 წელს ითვლის და მაშინ დაიწყო, როდესაც ქუმსიშვილი არც მინისტრი და არც გავლენიანი ფიგურა არ იყო.
„კვირიკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო დიმიტრი ქუმსიშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი იყო. ქუმსიშვილზე დარტყმით, თითქოს ის არის კორუმპირებული, ტალახი ეცხებოდა კვირიკაშილსაც. თუმცა ეს ცალკე შესწავლის თემაა ამ დაპირისპირების. პირველ რიგში ნათესაობაზე მინდა გითხრათ. დიახ, ქუმსიშვილი არის ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებლის ნათესავი, ეს არავის არასდროს არ დაუმალავს. “პალიტრა მედიის” ბიზნესი არის 23 წლის და მაშინ დაიწყო, როდესაც ქუმსიშვილი არც მინისტრი იყო და არც არაფერი. რაც შეეხება ქუმსიშვილს, უნდა თუ არა ამის თქმა, ეგ მეც მაინტერესებს სიმართლე გითხრათ. ამ სტატიაში ჩემი წყარო იყო თუ არა ქუმსიშვილი, ის ჩემი წყარო არ იყო. მე რამდენიმე წყარო მყავს, თუ უნდა ქუმსიშვილს კომენტარის გაკეთება, საინტერესოა რას იტყვის, ასევე რას იტყვის კვირიკაშვილი. მათ უფრო ბევრი იციან, მე მათ ადგილზე გამოვიდოდი და ვილაპარაკებდი იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან დიდი.“ – განაცხადა გიორგი კვიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები