ქართველი პარლამენტარები სუამის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, გიორგი მოსიძის ხელძღვანელობით, სუამის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 11-ე სესიაში მონაწილეობს. ასამბლეამ მუშაობა დღეს, 27 სექტემბერს, მოლდოვას რესპუბლიკის დედაქალაქ კიშინეუში დაიწყო.
ასამბლეის ოთხი კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც მოლდოვას დელეგაციის ხელმძღვანელი, ვადიმ პისტრინციუკი ხელმძღვანელობდა, კომიტეტის წევრებმა დარგობრივად მათთვის მიკუთვნებულ პოლიტიკურ, სამართლებრივ, სავაჭრო-ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.
კომიტეტების სხდომის შემდეგ გაიმართა ასამბლეის ბიუროს სხდომა, რომელმაც სესიის დღის წესრიგი და სესიაზე მისაღები დოკუმენტები-ერთობლივი განცხადება და კომუნიკე განიხილეს. ასამბლეის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მოსიძემ ევროპის კავშირთან საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგზე ისაუბრა. მან და დელეგაციის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ რეგიონის ეკონომიკაზე რუსეთის გავლენის შესახებ ისაუბრეს. გიორგი გაჩეჩილაძემ ისაუბრა კასპიის კონვენციის შესახებაც და მის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე კასპიის ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებისათვის.
დღესვე სუამის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმის ერთობლივ სხდომაზე, მხარეებმა პარტნიორობის განვითარებაზე იმსჯელეს და სუამის საპარლამენტო ასამბლეისა და ბალტიის ასამბლეის ერთობლივი განცხადება შეაჯამეს, რომელსაც ხვალ, 28 სექტემბერს სუამის ასამბლეა პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს გიორგი მოსიძე, დელეგაციის წევრები არიან გედევან ფოფხაძე, გია ბენაშვილი და გიორგი გაჩეჩილაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები