ქეთევან ციხელაშვილი: ათასობით ადამიანი, მავთულხლართების იზოლაციაშია და ადგილზე უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებაში იმყოფება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, გადაუჭრელი კონფლიქტის შედეგი 300 000 დევნილია, რომლებიც საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდება.
ციხელაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეროს ტრიბუნიდან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის განგრძობით რუსული ოკუპაციაზე ისაუბრებს.
„ათასობით ადამიანია, რომელიც მავთულხლართების იზოლაციაშია და ადგილზე უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებაში იმყოფება. ეს საკითხები გაეროს ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ იქნება გაჟღერებული, რათა პარტნიორების ძალისხმევის მობილიზება, მშვიდობიანი გამოსავლის მოძებნა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება მოხდეს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები