„საპრეზიდენტო არჩევნები ერთგვარი პრელუდიაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“

„ამჟამინდელი საპრეზიდენტო არჩევნები სავსებით ლოგიკურად განიხილება, როგორც ერთგვარი პრელუდია ან ძალების მოსინჯვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია პრეზიდენტი იყოს ისეთი ფიგურა, რომელიც არ შექმნის დამატებით პოლიტიკურ პრობლემებს. იმოქმედებს კონსტიტუციის მიხედვით და დაკავებული იქნება მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებით, -„ხოლო ოპოზიციას, ვისაც გარკვეული შანსები აქვს, სურს პრეზიდენტის თანამდებობის დაუფლების შემდეგ დაიწყოს მისი მიზნების რეალიზება. პოლიტიკურ ველზე შეავიწროვოს მმართველი პარტია და შეეცადოს საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატება საპარლამენტო არჩევნებზეც განავრცოს“.
ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო ფონი დაძაბულია, საარჩევნო კამპანიის პროცესში მეტოქე სუბიექტების მიერ ერთმანეთზე მიტანილი საინფორმაციო თუ ფსიქოლოგიური შეტევებია, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია სახელისუფლებო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვლის მიმართ.
„აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრუბელებელმა ახლახანს საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს სისტემის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. დადებითად ფასდება ცესკოს მუშაობაც, მდგომარეობა ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლება. იმ ინფორმაციიდან გამომდინარე რაც საჯარო სივრცეშია და ცესკოც აქტიურად ავრცელებს, ვფიქრობ, მზადყოფნა არის. რაც მთავარია, დანერგილია რიგი ახალი სერვისები ამომრჩევლისთვის. ნიშანდობლივია ისიც, რომ მცირდება ცესკოზე შეტანილი საჩივრების რაოდენობაც“,- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძე,

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები