“ომბუდსმენის ოფისის რეორგანიზაცია ადამიანის უფლებების კუთხით მონიტორინგის უფრო მეტად გაძლიერებას ემსახურება”

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება, – ამის შესახებ დღეს სახალხო დამცველმა უწყების აპარატის 2019-2023 წლების სტრატეგიული ამოცანების, ორგანიზაციული განვითარებისა და 2019 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების პრეზენტაციაზე ისაუბრა, რომელსაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, კომიტეტის წევრები – ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი ბერაია ესწრებოდნენ.
სოფო კილაძის მოსაზრებით, სახალხო დამცველის ოფისის რეორგანიზაცია ემსახურება პოზიტიურ მიზანს, კერძოდ, ადამიანის უფლებების კუთხით მონიტორინგის უფრო მეტად გაძლიერებას.
„ეს იქნება ცვლილებები სახალხო დამცველის აპარატის გასაძლიერებლად, რათა უკეთ იყოს დაცული ადამიანის უფლებები ჩვენს ქვეყანაში. სახალხო დამცველის ინსტიტუტი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. რომელიც პარლამენტის ამოცანაა, სწორად მივადევნოთ თვალყური იმ მიღწევებსა და გამოწვევებს, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს ადამიანის უფლებების კუთხით. ჩვენთან, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, ადამიანის უფლებების დაცვა არის საკითხი, რომელიც არასდროსაა ამოწურული. ამიტომ ამ სისტემას მუდმივად სჭირდება განახლება და მუდმივად სჭირდება წინსვლა”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები