“პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელიც შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას უკავშირდება, რისკებს შეიცავს”

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი პრობლემურს უწოდებს საქართველოს პარლამენტის მიერ “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებების, რომლის მიხედვითაც შეკრების და მანიფესტაციის უფლება არ ექნებათ – თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მყოფ პირებსა და იმ უწყებების თანაშრომლებს, რომლებიც არიან პასუხისმგებელი საზოგადოებრივ და სახელმწიფო უსაფხთოებაზე.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ადამიანების უფლებათა საერთაშორისო სამართალი იცნობს გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას მსაგვსი ფუნქციების მქონე პირებზე, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით შეზღუდვები წესდება პირთა ფართო წრეზე და ატარებს იმის რეალურ რისკს, რომ ეს უფლება შეეზღუდოთ არაუშუალოდ იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ და სახლემწიფო უსაფრთხოებაზე არიან პირადად პასუხისმგბელები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, არამედ ასევე იმ პირებს, რომლებიც ამ ტიპის უწყებებში არიან დასაქმებული, მაგრამ თავიანთი ფუნქციებით ისინი ახორციელებენ მხოლოდ სამოქალაქო ფუნქციებს და შესაბამისად, მათთვის ამ უფლების შეზღუდვა არის დაუსაბუთებელი და შესაბამისად არ არის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მაღარლ სტანდარტთან.
,,ეს პრობლემაა, მაგრამ ეს პრობლემა დაკავშირებულია იმ სისტემურ პრობლემებთან, რომლებიც წლებია არსებობს, რომ მთელ რიგ სახელმწიფო უწყებებში მკაფიოდ არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული ვინ არის პასუხისმგებელი მართლწესრიგზე, უსაფრთხოებაზე და ვინაა მხოლოდ სამოქალაქო ფუნქციის მატარებელი თანაშრომელი, თვითონ ამ უწყებების შიგნით.
სანამ ეს ცვლილებები უწყებების შიგნით არ განხორციელდება და მკაფიოდ არ გაიმიჯნება ეს ორი კატეგორია, თავისთავად ცხადია, უკეთესი მოწესრიგება კანონში იქნება ძალიან რთული.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს სისტემური ცვლილებები შესაბამის უწყებებში განხორციელდეს. ეს გაკეთდეს დროულად და ამ ცვლილებების ფონზე მოხდეს შეკრების და მანიფესტაციის კანონში არსებული რეგულაციების გადახედვა სახელმწიფოს მხრიდან.
კანონს ხელი ეწერება, მაგრამ ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ეს მოცემულობა პრობლემურია და აუცილებელია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა, რომ ჩვენი კანონმდებლობა იყოს სრულ შესაბამისობასი საერთაშორისო სტანდარტებთან.
აღნიშნული ცვლილებები გამომდინარეობს 2017 წელს განხროციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებისგან”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები