„უთეატრობა უჟანგბადობა იქნება ჩემთვის“… – ვის უძღვნის ვახტანგ ბერიძე ახალ სპექტაკლს

მესხეთის თეატრი 10 ოქტომბერს პრემიერისთვის ემზადება. ახალგაზრდა რეჟისორი ვახტანგ ბერიძე ირმა ტაველიძის „გადაგდებულ პორტრეტს“ დგამს…
ვახტანგ ბერიძემ ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტი დაამთავრა. შემდეგ შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორად მუშაობდ. მისი იდეით დაფუძნდა ლიტერატურული ფესტივალი ზეკართან, ოთხჯერ მოაწყ ხელოვნების კვირეული, დადგ ორი პროფესიული სპექტაკლი მესხეთისა და ხულოს თეატრის მსახიობების მონაწილეობით
მესხეთში, ახალციხის თეატრში, მეორე სპექტაკლზე მუშაობს. წარმოდგენა მოხუც მსახიობზეა, რომელიც ყველა მიივიწყა. ამბობს, რომ სპექტაკლს, სცენას და როლებს მონატრებულ მსახიობებს უძღვნის. – რეჟისორ ვახტანგ ბერიძის პერსონა.

 – ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჩემში ნამდვილი პატრიოტიზმი ჩამოყალიბებულიყო… ბავშვობის წლები იმ პერიოდში გავატარე, როცა ძმათამკვლელი ომი ჩემი შავ-თეთრი ტელევიზორის ბრალი მეგონა… დამამახსოვრდა მამა, რომელიც დღეს ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იქნებოდა.
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი დაამთავრეთ...
– უნივერსიტეტში ბედნიერი წლები გავატარე. პროფესიას ქართული თეატრალური სკოლის უდიდესი პედაგოგები მასწავლიდნენ. არ ვიცი,  ეს სიკეთე  რითი დავიმსახურე, რომ ბატონ ლევან მირცხულავას უკანასკნელი მოწაფე ვარ. დღეს თუ ვარსებობ და რამეს წარმოვადგენ, ჩემი პედაგოგების დამსახურებაა… სტუდენტობის პერიოდის დამსახურებაა ჩემი დიდი სიყვარულიც, რომლის შედეგი ჩემი 8 წლის ცოტნეა.
ერთხანს შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორად მუშაობდით. ლიტერატურისა და ხელოვნების კვირეულებს ატარებდით.
– შუახევში რთულ დროს მომიწია მისვლა. მიუხედავად დიდი მემკვიდრეობისა, როცა ხელმძღვანელად მივედი, უმოტივაციო და პარტიული აქტივებისგან შემდგარი ხალხი დამხვდა. ნამდვილი ხელოვანები ჩრდილში იდგნენ…
გავბედე და რეორგანიზაცია ჩავატარე, რომელიც ახალი სისხლის გადასხმას ემსახურებოდა. ოცდაათი ადამიანის გაშვება მომიხდა, ჩამოვაყალიბე ფოლკლორისა და საბიბლიოთეკო მიმართულების განყოფილებები, შევქმენი ანსამბლები, მათ შორის ოთხი  – უშუალოდ ჩემი იდეით, გავხსენით რვა სასოფლო ბიბლიოთეკა, ევროპის სამ ქვეყანაში გავმართეთ გასტროლები (ბულგარეთი, ისრაელი, პოლონეთი). ყოველწლიურად ჩვენთან ჩამოდიოდნენ ათამდე ქვეყნის ფოლკლორისტები. ფოლკლორის ცენტრთან ერთად მოვაწყვეთ ფართომასშტაბიანი ფოლკლორული ექსპედიცია, რომლის ფარგლებშიც გამოვეცით მეტად მნიშვნელოვანი წიგნი.
ჩემი იდეით დაფუძნდა ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“, ოთხჯერ მოვაწყვეთ ხელოვნების კვირეული, დავდგი ორი პროფესიული სპექტაკლი მესხეთისა და ხულოს თეატრის მსახიობების მონაწილეობით და, ყველაფერ ამის მიუხედავად, წვიმაში გაგდებული ძაღლივით გამომიშვეს, ისე რომ მადლობაც არავის უთქვამს.
 ლიტერატურული ფესტივალისზეკართანიდეის ავტორი და ორგანიზატორი ხართ, რომელიც აჭარის მთიანეთშიშუახევის მუნიციპალიტეტში ტარდება
 – ფესტივალი „ზე-კართან“ ერთადერთი ფესტივალია, სადაც ვრცლად ხდება აჭარის მთის ინტეგრაცია ლიტერატურაში. ერთგვარი არქეოლოგია და ექსპედიცია ხორციელდება  ფესტივალის მონაწილე მწერლებისაგან, ეს მწერლისა და მკითხველის საპაემანო ადგილია. მისი ყოველი წელი განვითარებადი და ზრდადია, სტატიკური და ერთფეროვანი არ არის, რაც ხალხს მოწონს. ის ჩემი სულისა და გონების ნაწილია და მიყვარს, როგორც შვილი.
მრავალი სპექტაკლი დაიდგა თქვენი რეჟისორობით, ბათუმში, ხულოში, ახალციხეში, შუახევშირომელ სპექტაკლს გამოყოფდით?
– ჩემი პირველი შეხვედრა თეატრთან და პირველი შეჯახება პრობლემასთან მოხდა ბათუმის თეატრში. ჩემი სადიპლომო სპექტაკლი თამაზ ჭილაძის „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო”, ემოციურად მტკივნეულია, რადგან სპექტაკლის დადგმის პროცესში გარდამეცვალა მამა. მერე უცებ აღმოჩნდა, რომ საკუთარი სპექტაკლიდან ჩამოშორებას ცდილობდნენ, მერე ისე
მოხდა, რომ დავრჩი და პრემიერის წინ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, მთავარი როლის შემსრულებელი წასვლას აპირებდა… და მოკლედ, ითამაშა პრემიერა ჩემი ხათრით, რომ სადიპლომო სპეტაკლი იყო. შემდეგ იმავე თეატრში იყო ინტრიგა და იმედგაცრუება უკვე სხვა სპექტაკლზე.  ასე რომ,  თეატრი პირდაპირი გაგებით ასე გავიცანი… მერე იყო ოპერა, ბათუმში, ხულოში და ახალციხეში სპექტაკლები… არასდროს არსად პროტეჟე და დამხმარე არ მყოლია.
 მესხეთში, ახალციხის თეატრში მეორე სპექტაკლზე მუშაობთ. დათო ტურაშვილის პიესის მერე ირმა ტაველიძის პიესაზე  „გადაგდებული პორტრეტიმუშაობთ. რატომ აირჩიეთ ეს პიესა?
 – მესხეთის თეატრი დღეს ბევრი დიდი ქალაქის თეატრისაგან განსხვავებით ნამდვილი თეატრალური ცხოვრებით ცხოვრობს. პირველ შემთხვევაში ემიგრანტების ცხოვრებამ და მათმა ტკივილმა შემახვედრა ამ თეატრს.
ამჯერად მესხეთის თეატრში იმ სიყვარულის კვალდაკვალ ვარ, რომელიც ცხოვრებაში მიუხედავად ბევრი წარმატებისა, ისე გამოგშიგნავს, სიკვდილის ჟამს  ფიტულად რომ გაქცევს. ეკატერინეს  ერთ დროს საქვეყნოდ აღიარებულ მსახიობს – ახალ სინამდვილესთან შეგუება უძნელდება.
სადამდე შეიძლება მივიდეს ქალის სწრაფვა,  დარჩეს ბოლომდე სასურველი? რა აიძულებს ეკატერინეს ახალგაზრდა თანამგზავრს, გაუძლოს მის ყველა ახირებას, მუდმივ შფოთვას და დაძაბულობას, დღეებისა და ღამეების სიმძიმეს? „გადაგდებული პორტრეტი“ სხვადასხვაგვარი სიყვარულის ამბავია და, ამასთანავე, უსაზღვრო ერთგულების, ძიების, წარსულსა და აწმყოს შორის გაბმულ უწვრილეს ხიდზე წონასწორობის შენარჩუნებას.
ამ სპექტაკლით გაიხსნება მესხეთის თეატრის სცენა. სპექტაკლი მოხუც მსახიობზეა, რომელიც ყველას მივიწყებული ჰყავსამ როლს გალინა ხვიჩია ასრულებსვფიქრობ, ამით ჩვენს რეალობას გამოეხმაურეთ
– ყოველი პრემიერა საპასუხისმგებლოა. მით უფრო, სანერვიულოა ჩემთვის  ეს სპექტაკლი, რადგან პირველი მასპინძელი იქნება მესხეთის თეატრის ახალი თეატრალური სივრცისა. თემა ჩემი ცხოვრების ნაწილია. ის სცენები, რასაც ქალბატონი გალინა გაითამაშებს, მეც გადამხდენია. სპექტაკლს, სცენას და როლებს მონატრებულ მსახიობებს ვუძღვნი.
სევდა, რომელიც მსახიობს სტანჯავს, უთეატრობაა.
საერთოდ, რეგიონებში მოშლილია კულტურის კერებირას გვეტყვით თავად მესხეთის უძველეს თეატრზე?
– ამ რეგიონში თეატრის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია… გავბედავ და ვიტყვი, რომ აქ რაც თეატრის მესვეურებისგან გაკეთდა, საკმარისი არ არის. სახელმწიფო მეტად უნდა დაინტერესდეს ამ თეატრის კეთილდღეობით…
მიხეილ თუმანიშვილი ამბობდა: დღეს ჩვენი თეატრი ჰგავს დამტვრეულ მანქანას, რომლის ყველა ნაწილი უვარგისიაო. ეთანხმებით?
– დღეს თეატრი ჰგავს მანქანას, რომელიც მეორადებში დაშალეს…
როგორ უნდა აღორძინდეს რეგიონები, რომელიც კატასტროფულად იცლებაახალგაზრდობა აღარ ჩერდება იქთქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეცვლიდით?
– ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ თავზე, მაგრამ ცხადია, რომ ქართველების მთავარ ნივთად ჩემოდანი იქცა, სოფლიდან – ქალაქში ქალაქიდან- უცხოეთში. იმედი დაეკარგა ერს. ამის დაბრუნება როგორ მოხერხდება, ძალიან კი მედარდება.
 რამდენად იწერება სადღეისოდ აქტუალური პიესები?
– დრამატურგია თეატრის განუყრელი ნაწილია. კლდიაშვილი, შალვა დადიანი თეატრში ცხოვრობდნენ და ასე შეიქმნა კლასიკური პიესები. დღეს ბევრი იწერება და რას ამბობენ, ვერ გაიგებ, ცუდ დღეშია ქართული დრამატურგია.
ჰობი
– სიმარტივე, ფიქრი, კითხვა.
ოჯახი…
– ვარ მეორე წრეზე მიმავალი დასაოჯახებელი…
სამომავლო გეგმები
–  ვიცი, რომ უთეატრობა უჟანგბადობა იქნება ჩემთვის. დანარჩენი უფლის ნებაა.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები