ეკა ბესელია: პოლიტიკოსებმა უნდა მოახერხონ და უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური განწყობებისგან

პოლიტიკოსებმა უნდა მოახერხონ და უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური განწყობებისგან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.
ბესელია “ევროპული საქართველოს” წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისია ისეთი არ უნდა იყოს, როგორიც ახლა იყო „ევროპული საქართველოს“ ხელმძღვანელობით.
“პოლიტიკოსებმა უნდა მოახერხონ და უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური განწყობებისგან. კომისიაში მყოფი უმრავლესობის წევრები იმდენად ვერ გაექცნენ პოლიტიკურ განწყობებს, რომ თუნდაც მერაბიშვილის ეპიზოდი არ მომხვდარიყო ამ საქმეში. გუშინ, ბატონი სერგი კაპანაძე საუბრობდა, რომ გიორგი გახარია იმიტომ უნდა გადადგეს, რომ მან ჩაკეტა გამოძიება თავისი სიტყვებით. ამ „ჩაკეტილი“ განცხადების ფონზე ჩატარდა 500-მდე საგამოძიებო მოქმედება და ახალი პირების გამოვლენა. როდესაც საუბრობთ თეა წულუკიანის გადადგომაზე, ერთი კითხვა მაინც უნდა მოგემზადებინათ, ხელოვნურად მაინც, როდესაც მას იბარებდით. თქვენ ამბობთ, რომ ირაკლი შოთაძის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს, ჯერ იმაზე უნდა ვისაუბროთ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მან აიღო არის თუ არა ის ახალი პასუხისმგებლობის სტანდარტი, რომელიც არასდროს გვინახავს. არ არის უმნიშვნელო მოვლენა, როდესაც პარლამენტის ლეგიტიმაციით არჩეული პირი ტოვებს თანამდებობას. ამის გაუბრალოება, როგორც არ უნდა სცადო, ვერ გამოვა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები