ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროპის დასავლეთ ნაწილში, კერძოდ, პორტუგალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით „ამ ეტაპზე, კიბერშეტევის ნიშნები არ არსებობს“.