ვლადიმერ ბოჟაძე: კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა ფონდების დაყადაღება

„კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა ფონდების დაყადაღება, სასამართლო განჩინებით მათი მფლობელების ბინების ჩხრეკა და დაველოდოთ როგორც გამოძიების შედეგებს, ისე სასამართლო გადაწყვეტილებებს,“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ გუშინდელ ჩხრეკებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კითხვები ჩნდება თუ რა იყო მოტივაცია იმისა, რომ ასე უანგაროდ აფინანსებდნენ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული.

„კითხვები ჩნდება არა მხოლოდ იმ ხარჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც ფონდები ეწეოდნენ, აფინანსებდნენ და ახალისებდნენ დანაშაულს, დანაშაულის ჩამდენ პირებს, ასევე რა სახსრები ჰქონდათ მათ და იყო თუ არა ეს, უცხოური დაფინანსება მათ შორის და რა იყო მოტივაცია იმის, რომ ასე უანგაროდ აფინანსებდნენ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს სავარაუდო დანაშაული, მათ შორის იმ ადამიანებმა, რომლებიც ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაჯარიმებული. კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა ფონდების დაყადაღება, სასამართლო განჩინებით მათი მფლობელების ბინების ჩხრეკა და დაველოდოთ როგორც გამოძიების შედეგებს, ისე სასამართლო გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „ნანუკას ფონდი“-ს „ფროსფერითი“-ს, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, „სირცხვილია“-ს და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს დამფუძნებლების სახლებში გუშინ ჩხრეკა ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები