“დაახლოებით, 150 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული ადგილზე და 30 სპეციალური ტექნიკა, რამაც მოგვცა ხანძრის გავრცელების რისკის მოხსნის საშუალება” – თეიმურაზ მღებრიშვილი
“112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, 5 წუთში მივიდნენ ეკიპაჟები ადგილზე. დაახლოებით, 150 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული ადგილზე და 30 სპეციალური ტექნიკა, რამაც მოგვცა ხანძრის გავრცელების რისკის მოხსნის საშუალება”, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი აცხადებს.
მისი განმარტებით, ამ დროისთვის, დაახლოებით, დამწვარია 15 000 კვადრატული მეტრი.
“ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. რაც მთავარია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ არის.
ზარალთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ, ამ დროისთვის. რაც შეეხებათ პაციენტებს, ოპერატიულად იყო მობილიზებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და ამ დრომდე მიმდინარეობს პაციენტების გადაყვანა სხვადასხვა დაწესებულებაში.
მიზეზებზე ვერ მოგახსენებთ, ამაზე შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ და მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – აცხადებს მღებრიშვილი.
ვაგზლის ტერიტორიაზე ხანძარი დღეს დილით გაჩნდა.
ცეცხლი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია.