“კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა პაციენტების ევაკუაცია” – ლევან მუსელიანი

“112 -დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის სავაჭრო ფართზე. მეხანძრე-მაშველების მიერ დროულად მოხდა რეაგირება, დროულად გამოცხადდნენ ადგილზე ჯგუფები”, – ამის შესახებ სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მუსელიანი აცხადებს.

მისი განმარტებით, ხანძრის ქრობაში, დაახლოებით, ჩართული არის 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, ასევე, პირადი შემადგენლობა.

“მეხანძრე მაშველების დროული-რეაგირებით მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.

რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულა კლინიკებს, აღნიშნული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა პაციენტების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს.  დაახლოებით 15 000 კვადრატზეა  დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები”, – აცხადებს მუსელიანი.

თბილისში, ე.წ. ბორჯომის ბაზრობაზე ხანძარი დღეს დილით გაჩნდა.

ამ დროისთვის, ცეცხლი ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები