“დამწვარი არის კერძო ტერიტორია; ველოდებით დამატებით ინფორმაციას, თუ რა ფართობზეა საუბარი” – გივი ჩხარტიშვილი

“ცეცხლი არის ლიკვიდირებული. პატარა კერებია, სადაც სამაშველო მუშაობს და, რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”, გივი ჩხარტიშვილი აცხადებს.

როგორც ის ამბობს, ზარალზე საუბარი ადრეა.

“არის კერძო ტერიტორია დამწვარი. ველოდებით დამატებით ინფორმაციას, თუ რა ფართობზეა საუბარი. ძლიერი დაკვამლიანებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა, რომ “თოდუას” კლინიკიდან მომხდარიყო პაციენტების გადანაწილება”, – აცხადებს ჩხარტიშვილი.

ვაგზლის ტერიტორიაზე ხანძარი დღეს დილით გაჩნდა.

ცეცხლი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები