გურამ მაჭარაშვილი: ფოტოგრაფებს, რომლებიც იღებდნენ ფოტოებს და უნდოდათ საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ის მასალები, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების დარბევა აქციაზე, იქვე გაუსწორდნენ
„თავად მოჰყვებიან რა უბედურებები გადახდათ თავს მაშინდელი რეჟიმის დროს,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის, დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებულ „ფოტოგრაფების საქმის“ განხილვაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიაზე იქნება ე.წ. “ფოტოგრაფების საქმე” განხილული.
„კომისიაზე იქნება განხილული ე.წ. ფოტოგრაფების საქმე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ფოტოგრაფებს, რომლებიც იღებდნენ ფოტოებს და უნდოდათ შემდგომში საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ის მასალები, თუ როგორ ხდებოდა მათ შორის ადამიანების დარბევა აქციაზე, იქვე გაუსწორდნენ, დაუმტვრიეს აპარატურა. დანარჩენს თავად მოჰყვებიან რა უბედურებები გადახდათ თავს მაშინდელი რეჟიმის დროს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.