რუსეთის მიერ დნეპრის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქები, ხარკოვი და დნეპრი დაბომბა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას დნეპრის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი ლისაკი ავრცელებს.

მისივე ცნობით, დაბომბვისას ერთ საცხოვრებელი სახლი დაინგრა, ხოლო რამდენიმე დაზიანდა. განადგურებულია ინფრასტრუქტურა.

ხარკოვის დაბომბვის შედეგად კი 45 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. 5 მათგანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რუსმა ოკუპანტებმა შეტევა განახორციელეს კიევის, ნემიშლიანის, სლობოდის, სალტოვისა და შევჩენკოს რაიონებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები