მამა, რომელსაც შვილთან ერთად გორში ესროლეს, კლინიკაში გარდაიცვალა

“კვირას” ინფორმაციით, დავით ცაციაშვილი, რომელსაც დღეს დილით გორში შვილთან ერთად ესროლეს, კლინიკაში გარდაიცვალა.

მას გულმკერდისა და მუცლის არეში მრავლობით ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. ექიმებმა დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლეს.

სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

შეგახსენებთ, დღეს დილით გორში, მამა-შვილს ესროლეს. მომხდარის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მისი მამა კი კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები