ნინო წილოსანი: სუს-ის ანგარიშში დადასტურდა ის ფაქტები, რასაც ჩვენი თვალით ვხედავდით და ვსაუბრობდით
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში დადასტურდა ის ფაქტები, რასაც ჩვენი თვალით ვხედავდით და რაზეც ვსაუბრობდით – სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სახეზე იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში დადასტურდა ის ფაქტები, რასაც ჩვენი თვალით ვხედავდით და რაზეც ვსაუბრობდით – სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და რაც ყველაზე მძიმეა, გარედან [უცხოეთიდან] აღნიშნულ პროცესებში ჩარევის ფაქტები. საუბარი არის, რომ სახელმწიფო პოზიტიურად ახორციელებდა თავის დანიშნულებას იმის მიუხედავად, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიყავით შეზღუდულები ეფექტიანი კონტროლის განხორციელებისგან. სწორედ სუს-ის დანიშნულებაა რომ აღმოაჩინოს და პრევენცია მოახდინოს იმ რისკების, რომელიც ქვეყნის შიგნით, თუ გარედან მომდინარეობს“, – აღნიშნა წილოსანმა.