ნინო წილოსანი: მტკნარი ტყუილია, როცა რადიკალები აცხადებენ, თითქოს ქველმოქმედებასთან გვქონდა საქმე ფონდების სახით – თანხები გარედან პროვოცირებულ სახელმწიფო გადატრიალებას ხმარდებოდა

ორგანიზაციები თუ მათი პარტიული წარმომადგენლები, ეს რადიკალები როდესაც აცხადებენ, თითქოს რამე ქველმოქმედებასთან გვქონდა საქმე ამ ფონდების სახით, ეს არის მტკნარი ტყუილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს ორგანიზაციები და ფონდები მიმართული იყო თანხების მობილიზაციისთვის, რომელიც შემდგომში ხმარდებოდა გარედან პროვოცირებულ სახელმწიფო გადატრიალებას.

„ისევე როგორც უცხოური დაფინანსების შემთხვევებში, ფასადურად ფინანსდებოდა ერთი-ორი ემოციური რაღაც შემთხვევა და ამით პოზიციონირებდნენ, თითქოს ქველმოქმედებას ეწეოდნენ. რეალურად, ეს ორგანიზაციები და ფონდები მიმართული იყო თანხების მობილიზაციისთვის, რომელიც შემდგომში ხმარდებოდა გარედან პროვოცირებულ სახელმწიფო გადატრიალებას და არეულობას. რა თქმა უნდა, ამ პროცესებს არ ჰქონდა არანაირი მასშტაბური მხარდაჭერა ქართველი ხალხის მხრიდან, რადგან ვხედავდით, რომ რუსთაველზე იყო შეკრებილი რამდენი ათასი, ახლა უკვე მილევად რეჟიმში კი – რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც თავისი დატვირთვით და დანიშნულებით წარმოადგენს უცხოური ძალის პროდუქტს, გარკვეულ აგენტურულ ქსელს, რომელიც პირდაპირ ფინანსდებოდა ამ წლების მანძილზე და. მათ შორის, ახლაც უკვე დაფინანსებულ აქტივობას ახორციელებდა. ამიტომ არანაირ სახალხო პროტესტს ადგილი არ ჰქონდა. ეს ორგანიზაციები თავიანთი ფონდებით და ამ ფონდების „ფეისებით“ წარმოადგენდნენ სწორედ ამ პროცესების გალამაზების მცდელობას“, – განაცხადა წილოსანმა.

როგორც მან აღნიშნა, რეალურად, საზოგადოება ხედავდა, რომ მათ შორის, პარტიული ოფისებიდან ამოღებული ნივთების შემდეგ აქციებზე ტემპერატურა იკლებდა და ახლაც, როდესაც საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობისას ამ ფონდებს მიადგნენ, საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ რაზეც ეჭვი ჰქონდა და რასაც ხედავდა, ის დადასტურდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები