კანადის პრემიერი: ტრამპთან ჩვენი პირობებით ვილაპარაკებთ

ტრამპთან ჩვენი პირობებით ვილაპარაკებთ, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ფედერალურ არჩევნებში „ლიბერალური პარტიის“ გამარჯვების შემდეგ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კანადის მთავრობის მეთაურმა აშშ-ის პრეზიდენტთან სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებები დაუშვა, მაგრამ აღნიშნა, რომ ისინი „ჩვენი პირობებით იქნება და არა მათი“.

„ჩვენ უნდა დავამყაროთ პარტნიორობა, ეკონომიკური და უსაფრთხოების პარტნიორობა. ის ძალიან განსხვავებული იქნება იმისგან, რაც წარსულში გვქონდა“, – განაცხადა კარნიმ.

მისივე თქმით, კანადა „უდიდესი კლიენტია [აშშ-ის] 40-ზე მეტი შტატისთვის“.

„გახსოვდეთ, რომ მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ენერგეტიკას ვაწვდით. გახსოვდეთ, რომ მათ ფერმერებს ფაქტობრივად ყველა სასუქს ვაწვდით. პატივისცემას ვიმსახურებთ. პატივისცემას ველით და დარწმუნებულები ვართ, რომ თავის დროზე კვლავ გვექნება ის, და მაშინ შევძლებთ ამ საუბრების წარმოებას“, – აღნიშნა კარნიმ.

მანვე დასძინა, რომ კანადა არასდროს გახდება აშშ-ის 51-ე შტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები