გია აბაშიძე ნანუკა ჟორჟოლიანთან ჩხრეკაზე: თუკი ფაქტებით, საფუძვლიანი ვარაუდი გაჩნდა, რომ ძალადობრივი აქციების დამფინანსებელი, სამართალდამრღვევი პირებისათვის ჯარიმების გადამხდელი ფონდის მფლობელი ნანული (ნანუკა) ჟორჟოლიანის სახლში დამატებითი სამხილები შეიძლება არსებობდეს, მოქმედებაც შესაბამისია

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე ტელეწამყვანისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკის ჩატარებას ეხმიანება.

„სამართალდამცველებს დრო სჭირდებათ ყველაფრის შესასწავლად და გასაანალიზებლად. “ნაცების” ეპოქა დასრულდა, როცა ‘ზემოდან’ ბრძანებით ხდებოდა მყისიერი მოქმედება. თუკი ფაქტებით, საფუძვლიანი ვარაუდი გაჩნდა, რომ ძალადობრივი აქციების დამფინანსებელი, სამართალდამრღვევი პირებისათვის ჯარიმების გადამხდელი ფონდის მფლობელი ნანული (ნანუკა) ჟორჟოლიანის სახლში სავარაუდოდ, რაიმე უკანონობას აქვს ადგილი და დამატებითი სამხილები შეიძლება არსებობდეს, მოქმედებაც შესაბამისია“,- წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები