მედია: ტრამპმა ოფიციალურ პირებს ურჩია, რომ „სიგნალის“ გამოყენებისგან თავი შეიკავონ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ურჩია, არ გამოეყენებინათ Signal-ის აპლიკაცია მას შემდეგ, რაც „მესინჯერში“ სამხედრო გეგმებმა გაჟონა, – ამის შესახებ ჟურნალი Atlantic წერს.

„იქნებ უბრალოდ არ გამოვიყენოთ „სიგნალი“, კარგი?“ ციტირებს ჟურნალი ტრამპის სიტყვებს, რომელიც პრეზიდენტის და ადმინისტრაციის წყაროებთან ინტერვიუებზეა დაფუძნებული.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტის შემდეგ, არცერთი მონაწილე პირი სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ. ამავდროულად, გამოცემის ცნობით, თეთრი სახლი წლის ბოლომდე ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, მაიკ უოლცის, თანამდებობიდან წასვლას ელის, რომელმაც შემთხვევით Signal-ის ჩატში Atlantic-ის მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი დაამატა.

24 მარტს გოლდბერგმა განაცხადა, რომ 11 მარტს მან Signal Messenger-ში მიიღო მოთხოვნა და ჩატში შევიდა, სადაც აშშ-ის ხელისუფლება ჩრდილოეთ იემენში ანსარ ალაჰის („ჰუსიტების“) მოძრაობის მმართველობაზე დარტყმებს განიხილავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები