ვახტანგ ჩოჩია: თითოეული ის პირი, რომელიც დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას და აღნიშნული დარღვევა იქნება მძიმე ხასიათის, მისი დეპორტაცია მოხდება 20 წლით

„თითოეული ის პირი, რომელიც დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას და აღნიშნული დარღვევა იქნება მძიმე ხასიათის, მისი დეპორტაცია 20 წლით მოხდება,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა, ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უცხოური მოქალაქეობის მქონე პირები იღებდნენ აქციებში მონაწილეობას და ასრულებდნენ უცხოურ დავალებებს.

„უცხოური მოქალაქეობის მქონე პირები იღებდნენ აქციებში მონაწილეობას და ასრულებდნენ უცხოურ დავალებებს. ისინი ასევე გამოირჩეოდნენ აგრესიით, არ ასრულებდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და იღებდნენ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში დესტრუქციის შემოტანაში მონაწილეობას. თითოეული ის პირი, რომელიც დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას და აღნიშნული დარღვევა იქნება მძიმე ხასიათის, მისი დეპორტაცია მოხდება 20 წლით, ხოლო თუ იქნება მსუბუქი დანაშაული, დეპორტაცია 0-დან 3 წლამდე ვადით განხორციელდება. უფრო გამარტივდება და ეფექტური გახდება დანაშაულთან ბრძოლა ამ ასპექტში“, – აღნიშნა ჩოჩიამ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტი, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები