„ფერწერა ჩემი შინაგანი სამყაროა და ყველაფერია ჩემთვის“…  

12 წლიდან ხატავს. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ხატვის წრეზე დადიოდა. შემდეგ დაამთაავრა თბილისის სახელმწიფო აკადემია ფერწერის განხრით.
მისი შემოქმედება ეროვნულ ფასეულობებზე აგებული და ლაიმოტივად გაჰყვება ილია ჭავჭავაძ მრწამსი  – „ენა, მამული, სარწმუნოება“.
ამბობს, რომ ყველა ადამიანი უნდა ემსახურებოდეს თავისი ერის ისტორიასა და კულტურას, არ უნდა არღვევდეს უფლის მცნებას.
ამჟამად მუშაობ კომპოზიციაზე – ლტოლვა ეგვიპტედ“.  ოქტომბერში კი ჯგუფურ გამოფენაში აპირებ მონაწილეობას, სადაც ყველა თაობის ქართველი ხელოვანები იქნებიან წარმოდგენილი. – მხატვარ გოჩა ზირაქიშვილის პერსონა.

 – დავიბადე 1964 წლის 20 მაისს, თბილისში. ბავშვობა ულამაზესი წლებია ჩემი ცხოვრებიდან. ვემადლიერები მშობლებს და უფალს. მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს განვითარებაში როგორც პიროვნული, ისე სულიერი თვალსაზრისით. მახსოვს, როდესაც მამა მეუბნებოდა, პიროვნება უნდა ფასობდეს ჯერ ადამიანობით, შემდგომ პროფესიონალიზმით, რადგან ადამიანობის გარეშე სხვა ყველაფერი ფუჭი იქნებოდა, რასაც შექმნიდა პროფესიონალი თავის საქმეში.
პირველი ნახატები
– ხატვა 12 წლის ასაკში დავიწყე, ამაშიც დიდი წვლილი მიუძღვით მშობლებს, რადგან პირველად მათ შეამჩნიეს ჩემში ნიჭი და მიდრეკილება ხელოვნების მიმართ და შემიყვანეს ხატვის წრეზე მოსწავლეთა და პიონერთა სასახლეში. დედ-მამას ხშირად დავყავდი მუზეუმებსა და ეროვნულ გალერეაში, სადაც ვეცნობოდი პროფესიონალი ხელოვანების ნამუშევრებს. ბავშვობაში იმდენად ვიყავი ხატვით გატაცებული, რომ ხშირად დაინახავდით სკოლის რვეულის უკანა ფურცლებზე ჩემს ნახატებს, რის გამოც არაერთხელ მიმიღია შენიშვნა მასწავლებლებისგან.
დაამთავრეთ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. რატომ აირჩიეთ ფერწერა?
– 1996 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო აკადემია ფერწერის განხრით. ფერწერა ჩემი შინაგანი სამყაროა და ყველაფერია ჩემთვის.
რა იყო სტუდენტობიდან საინტერესო?
– იყო მძიმე დრო,  სტუდენტობის მძიმე წლები, როდესაც არ გვქონდა დენი, გათბობა და წყალი. ცივ სახელოსნოებში თითები გვეყინებოდა ხატვისას. ქალაქში ტრანსპორტი არ მოძრაობდა და სახელოსნომდე მისვლა გვიწევდა საათობით. ეს იყო მთელი საქართველოსთვის ძალიან მძიმე წლები, მაგრამ,  ამის მიუხედავად, სტუდენტობის წლები მაინც ლამაზი და თბილი მოგონებებითაა სავსე. ჩემს ცხოვრებისეულ და შემოქმედებით განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ბონდო ბაკურაძესა და მიხეილ ცალქალამანიძეს.
ორიგინალურ კომპოზიციებს ქმნითვაჟაფშაველა, ფიროსმანი, სამებაალბათ მუშაობის პროცესში ბევრი რამ იცვლება თავდაპირველი ჩანაფიქრისგან განსხვავებით?
– ეს დამოკიდებულია პიროვნულ ფასეულობებზე, ავტორის მსოფლმხედველობასა და კულტურაზე. შთაგონება და თემატიკაც აქედან მოდის. ყველა ადამიანი უნდა ემსახურებოდეს თავისი ერის ისტორიასა და კულტურას.
კომპოზიციის თავდაპირველი ჩანაფიქრისგან ბევრი რამ არ იცვლება.
ვფიქრობ, სანამ ავტორი მუშაობას დაიწყებს, წინასწარვე უნდა ჩამოყალიბდეს თემატურად, როგორი იქნება კომპოზიცია, ფერი, წინასწარ უნდა ხედავდეს სურათის დასრულებულ სახეს, ხოლო ამის გათვალისწინებით მიიღწევა სასურველი შედეგი.
საინტერესოა ეროვნულ და რელიგიურ თემებზე შესრულებული ნახატები
– ეს არის ეროვნულ ფასეულობებზე აგებული შემოქმედება. აქვე დავიმოწმებ ილია ჭავჭავაძის ციტატას – „ენა, მამული, სარწმუნოება”. აი ეს გაჰყვება ლაიტმოტივად მთელ ჩემს რელიგიურ თემატიკას.  როგორც ბრძანა ჩვენმა პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, „ყველა ქართველმა უნდა დაიცვას თავისი წილი საქართველო“.
შთამბეჭდავია სამება, – ილია მეორე, წმინდა ნინო და სამების ტაძარიასეთია თქვენეული ხედვადამამახსოვრდა წმინდა ნინოს თვალები, თითქოს საქართველოს ბედია არეკლილი იმ მზერაში
–  წმინდა ნინოს პორტრეტზე, მის თვალებში ასახულია საქართველოს ბედი, დღემდე მოსული და, ამავე დროს, მადლი და ძალა უფლისა.
– წმინდა გიორგის, მარიამის, ქრისტეს სახეები დიდ განცდას გადმოცემენ. ამავე დროს, თანამედროვეთა მზერასაც აირეკლავს… მარიამი იღიმება, რასაც ხატებზე ვერსად ნახავ
– ყველა ეს კომპოზიცია, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, არ არის კანონიკური ხატწერის წესებით შექმნილი, აქ უფრო მინიშნებაა ხატწერისკენ, მაგრამ შექმნილია შემოქმედებითი ფასეულობებით, ამიტომაცაა მათ სახეებზე დიდი განცდა გადმოცემული, ასევეა ღვთისმშობელი, რომელიც იღიმის. აქცენტი კეთდება მათ მიწიერ და ზეციურ დიდებაზე, ანუ წმინდანთა სახეები იქმნება ისევ კანონიკური ხატებიდან აღებული სახეებიდან, მათი მსგავსებიდან. ამავე დროს, ვცდილობ,  მათი სახეებით და ნაკვთებით გადმოვცე თანამედროვეობა, ანუ ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან.
ორიგინალურადაა გადაწყვეტილი კომპოზიცია  „ადამ და ევა
– ამ კომპოზიციაში შემოქმედებითი მიდგომაა, ანუ გავურბივარ კანონიკური ხატწერის წესებს. კომპოზიცია შემოქმედებით სახეს გვაძლევს, უფრო თანამედროვეს, ვინაიდან ეს თემა დღემდე აქტუალურია და, ჩვენი ყოფიდან გამომდინარე, ასევე ბევრისთვის შეხსენებაა. ადამიანთა მოდგმა არ უნდა არღვევდეს უფლის მცნებას.
მრავალი რესპუბლიკური და საერთაშორისო გამოფენის მონაწილე ხართრომელ გამოფენას გამოყოფდით?
– გამოვყოფდი 9 თებერვალს ჩატარებულ პერსონალურ გამოფენას. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში. აქ მომეცა საშუალება, გამომეფინა ბოლო წლებში შექმნილი ნამუშევრები, წარვდგენილიყავი ჩვენი მოქალაქეების წინაშე.
რა არის აუცილებელი შემოქმედებითი ზრდისთვის?
– მუშაობა საკუთრ თავზე თვითგანვითარებისათვის, შეხება ყოველ ახალ ტილოსთან, კომპოზიციასთან. ეს არის სწავლების პროცესი, გზა სრულყოფილებისაკენ, რომელიც გალაქტიკასავით უსასრულოა და ყოველ გზაზე ჩვენ ვსწავლობთ ახალს, ანუ შრომა და სწავლა სიცოცხლის ბოლომდე.
 ოჯახ
–  მე მიყვარს ჩემი ოჯახი, რომელიც ერთსულოვნებითაა განმსჭვალული, ასევე დისშვილის ძაღლი ვერონა, რომელიც ძალიან მიყვარს.
ჰობი
– მუსიკა და ცურვა..
რას ეტყოდით თქვენს მნახველებს?
– გაუფრთხილდნენ სულიერებას, საკუთარ სულს…
რა არის შემოქმედის უმთავრესი პრობლემა ჩვენს დროში?
– ჩვენს დროში უამრავი პრობლემაა შემოქმედისთვის, თუ გადავხედავთ მსოფლიოს, სულიერებას კარგავენ ხელოვნებაში და მათი ხელოვნება ხდება ფუჭე, არაფრის მთქმელ ნივთად. რა არის ხელოვნება, თუ მასში სულიერება არ იქნება ჩადებული, თუ არ ემსახურება მაღალ ზნეობრივ და კულტურულ თვისებებს. მაშ, რისი მთქმელია ეს ხელოვნება, თუ ყოველივე ეს არ იქნება?
რაც შეეხება საქართველოში შემოქმედი ადამიანისათვის უმთავრეს პრობლემას, რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალო. სამწუხაროდ, შექსპირის 66-ე სონეტი ასახავს დღევანდელობას. ეს შედევრი კი ყველა დროის პრობლემა იყო, დღეს კი ეს ჩვენი ერის ავტოპორტრეტს უფრო ჰგავს, აი ეს არის შემოქმედის პრობლემა და არა მარტო შემოქმედის პრობლემა ჩვენს დროში. ღვთის წყალობით, იმედია, უკეთესი დღეებიც დაუდგება სრულიად საქართველოს და ჩვენს შემოქმედებით საზოგადოებას.
ფერწერა და გრაფიკაორი უმთავრესი მიმართულებით ხატავთდა მაინც, რომელს ამჯობინებთ?
– აქვე ვისარგებლებდი მიქელანჯელოს გამონათქვამით გრაფიკული ჩანახატის შესახებ. „ჩანახატი ეს არის წყარო და სული ყველა ფერწერის სახეობისა და ფესვი ყველა მეცნიერებისა“. ამიტომ ფერმწერისთვის ფერწერა, გრაფიკა განუყრელი რამაა. ვიწყებ გრაფიკით და ვამთავრებ ფერწერით. გრაფიკიდან გამომდინარე, ვამჯობინებ ფერწერას.
  რაზე მუშაობთ და რა გეგმები გაქვთ?
– ამჟამად ვმუშაობ რელიგიურ თემატიკაზე კომპოზიციაზე – „ლტოლვა ეგვიპტედ“.  ცოტა გამეწელა, მაგრამ იმედია, ცოტა ხანში დავასრულებ. გეგმებს რაც შეეხება, ოქტომბერში, ჯგუფურ გამოფენაში ვაპირებ ჩართვას, სადაც ყველა თაობის ქართველი ხელოვანები მიიღებენ მონაწილეობას.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები