“მადლობელი ვიქნები გოგა ხაინდრავასა და გაჩეჩილაძის, თუ იქნებიან ჩემი დამფინანსებლები”
მადლობელი ვიქნები გოგა ხაინდრავასა და გაჩეჩილაძის, თუ იქნებიან ჩემი დამფინანსებლები სხვებთან ერთად, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„ძალიან მადლობელი ვიქნები გოგა ხაინდრავასა და გაჩეჩილაძის, თუ იქნებიან ჩემი დამფინანსებლები სხვებთან ერთად, რადგან ეს არ იქნება საკმარისი. ჩემი ფონდი გუშინ დაარსდა. მისი ანგარიშები „ფეისბუქზე“ დღესვე უნდა გამოვაქვეყნო. პირველი დამფინანსებელი მე ვარ ჩემი პირადი დანაზოგიდან.
მინდა, მივმართო ჩემს მეგობარ ბიზნესმენებს ან მათ, ვინც არ მიცნობს ახლოდან, მინდა მივიღო მათგან მხარდაჭერა“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ხელმოწერების შეგროვების კამპანიის ფარგლებში დღეს დმანისსა და ბოლნისს სტუმრობდა.