სოფიო ქაცარავა: ლიეტუვა ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შემავალ პირებზე სანქციები დააწესა

სოფიო ქაცარავა ლიეტუვას სეიმში საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა.
შეხვედრისას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ორმხრივ მჭიდრო ურთიერთობებზე, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებზე, ახალ პერსპექტივებსა და სამომავლო დღის წესრიგზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპარლამენტო დიპლომატიას, მის როლს გამოწვევების წინაშე და ეროვნული ინტერესებისთვის.
სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, რუსეთის ფაქტორის და სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ, რაც უალტერნატივოა ქვეყნის გამთლიანებისთვის.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყველა რეფორმა რომელიც ტარდება ქვეყანაში, ორიენტირებულია ევროპული სტანდარტის ქვეყნის ჩამოყალიბებაზე.
„ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს მომავალი წევრობა უფრო და უფრო რეალური ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ გზაზე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა. საქართველოში გატარებული ყველა რეფორმა ევროპული სტანდარტის ქვეყნის ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული და ეს უკვე ხელშესახებია. ლიეტუვა ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შემავალ პირებზე სანქციები დააწესა. მადლობას ვუხდით მათ მტკიცე მხარდაჭერისთვის”, – განცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები