მერაბ ქვარაია: ახალი გუბერნატორების ამოცანა რეგიონების აქტიური შემდგომი განვითარება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა იქნება

“ახალ გუბერნატორების ამოცანა რეგიონების აქტიური შემდგომი განვითარება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა – საერთო სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური სიკეთეების თითოეულ მოქალაქემდე მიტანა იქნება“, – ასე ეხმაურება ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ ახალ გუბერნატორებს.
დეპუტატის განცხადებით, ახალმა გუბერნატორებმა ეფექტურად უნდა წარმართონ კომინიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის.
“ახალ გუბერნატორების ამოცანა რეგიონების აქტიური შემდგომი განვითარება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა – საერთო სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური სიკეთეების თითოეულ მოქალაქემდე მიტანა იქნება. მათ უნდა უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლების ორგანოებს შორის, ასევე რეგიონის სამეწარმეო და ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენა და სრულად ამოქმედება. რეგიონში ცხოვრების დონის ამაღლება ჩვენი ხელისუფლების ერთერთი მთავარი პრიორიტეტია.” – აცხადებს ქვარაია.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას 7 რეგიონში ახალი გუბერნატორები წარუდგინა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის პოსტს ალექსანდრე მოწერელია დაიკავებს. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ალექსანდრე მოწერელია სახელმწიფო სტრუქტურაში კერძო სექტორიდან მოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები