ირაკლი ბერაია: წარმატებებს ვუსურვებ ალექსანდრე მოწერელიას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტზე

“წარმატებებს ვუსურვებ ალექსანდრე მოწერელიას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტზე”, – ამის შესახებ სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია აცხადებს.
“წარმატებებს ვუსურვებ ალექსანდრე მოწერელიას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტზე. ჩვენს რეგიონს აქვს უდიდესი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო და ტურისტული პოტენციალი. დარწმუნებული ვარ, განათლება და საინტერესო გამოცდილება, რაც ახალ რწმუნებულს გააჩნია, იქნება მისი უდიდესი აქტივი რეგიონის განვითარების ხედვის წარმატებით რეალიზებისთვის. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარებას ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენაში და შერიგების პროცესის წარმატებაში. ჩვენგან, სამეგრელოს მაჟორიტარებისგან, მას ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა, ყველა პროგრესული ინიციატივისა და წამოწყების განხორციელებაში”, – აცხადებს ბერაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები