სოზარ სუბარი: დაინიშნა შვიდი ახალი გუბერნატორი, თითოეულ მათგანს აქვს სერიოზული გამოცდილება

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის, სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს მთავრობას ძალიან ამბიციური და სწრაფი რეფორმების გეგმა აქვს. მისი თქმით, ამ რეფორმების მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომ მისი შედეგი თითოეულ მოქალაქეზე აისახოს.
„დაინიშნა შვიდი ახალი გუბერნატორი. თითოეულ მათგანს აქვს სერიოზული გამოცდილება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის. ძალიან კარგად იცნობენ რეგიონს, კარგად იციან ზოგადად, საქართველოში არსებული მდგომარეობა. შეუძლიათ გუნდური მუშაობა, რაც უმთავრესი იქნება“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, გუბერნატორების მთავარი დავალება და ამოცანა იქნება, მთავრობის გეგმები თითოეულ რეგიონამდე, მოქალაქემდე მიიტანოს და ყველა ამ რეფორმების მონაწილე გახადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები