„ქართული ოცნება“ და პარტია არაა ჩემთვის ძირითადი, მთავარი არის ქვეყანა და სახელმწიფო“

„ქართული ოცნება და პარტია არაა ჩემთვის ძირითადი, მთავარი არის ქვეყანა და სახელმწიფო“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხზე, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, განაცხადა.
„დღეს გამგებლიდან დაწყებული, პრემიერამდე მთელი ხელისუფლება ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“. პარლამენტში ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ესეც ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში. ევროპას მოსწონს მრავალპარტიულობა. სამწუხაროდ, როგორც ეკონომიკაა ღარიბი, ისე ღარიბია ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ნურავის ექნება ილუზია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მართოს და ასე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ეკონომიკას, ამ პროცესსაც სჭირდება განვითარება და ხელშეწყობა. ამ ფონზე ქვეყნისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატი არ დაასახელოს. „ქართულ ოცნებას“ რეალურად არა ჰყავს, სამწუხაროდ, თუ გნებავთ. „ქართულ ოცნებას“ მე ძალიან დიდი პატივს ვცემ, დიდი წვლილი მაქვს, მაგრამ „ქართული ოცნება“ არ არის ჩემთვის ძირითადი, ჩემთვის ძირითადი არის ქვეყანა და სახელმწიფო. სახელმწიფო განვითარებისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ იყვნენ კიდევ ბევრი ძლიერი პარტიები და საზოგადოებას ასარჩევი ჰქონდეს. სამწუხაროდ, დღეს ასეთი რეალობაა, როგორიც არის და ამ რეალობას სწორედ ეს მოუხდებოდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები