ბიძინა ივანიშვილი: საზოგადოებას და ჟურნალისტებს არ გქონდეთ განცდა, რომ ყველა საქმეს მე ვაკეთებ
“საზოგადოებას და ჟურნალისტებს არ გქონდეთ განცდა, რომ ყველა საქმეს მე ვაკეთებ და ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ასეთი მმართველობისგან ღმერთმა დამიფაროს. უახლოეს წარსულში გვყავდა ასეთი კაცი”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ახალ მინისტრებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს მასთან გარკვეული კონსულტაციები ჰქონდა.
„ეს ნორმალური შემთხვევაა. პრემიერი თავის საქმეს აკეთებს. საზოგადოებას და ჟურნალისტებს არ გქონდეთ განცდა, რომ ყველა საქმეს მე ვაკეთებ და ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ასეთი მმართველობისგან ღმერთმა დამიფაროს. უახლოეს წარსულში გვყავდა ასეთი კაცი, რომელიც მსახიობებსაც ირჩევდა, არქიტექტურასაც, რეჟისურასაც, მუსიკასაც წერდა და ყველაფერს ახერხებდა. ასეთისგან ღმერთმა დაგვიფაროს. მამუკა ბახტაძეს ჩემთან გარკვეული კონსულტაციები ჰქონდა, რაც ნორმალურია, მაგრამ მას კომპეტენცია ჰყოფნის და მთავრობა მისი შერჩეულია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.