“იმისათვის რომ საპროკურორო საბჭოს მმართველობის სწორი სტრუქტურა ჩამოყალიბდეს, ღია ვარ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივისთვის”

საქართველოს მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამართულ ფორუმზე აღნიშნა, რომ პროკურატურა ღიაა იმისათვის, რომ საზოგადოების მაღალი ნდობა მოიპოვოს.
„ჩვენ მომავალში სერიოზული მუშაობა მოგვიწევს. მე ამ მიმართულებით სრულიად ღია ვარ ნებისმიერ საკანონმდებლო ინიციატივაზე, ნებისმიერ ფორმატში, გინდათ საკომიტეტო განხილვები იქნება, სამუშაო ჯგუფები იქნება თუ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრები იქნება, ამ სტანდარტებით რომ ჩვენ ვიცოდეთ რა ფინანსური რესურსი დაგვჭირდება, რა საერთაშორისო გამოცდილება აქვს და რა მოლოდინი გვაქვს ამ ცვლილებების შესაბამისად რა შედეგს მივიღებთ ისეთს რომელიც ამ წუთში არ გვაქვს. ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ როგორც პირადად ასევე მთლიანად მთავარის პროკურატურის ნებისმიერი შემადგენლობა ჩართული იყოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწორი სტრუქტურა ჩამოყალიბდეს. პირველი ამოცანა რაც მე პირადად გამაჩნია და მგონი ყველას პროკურატურაში ეს განწყობა აქვს – არის ის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ საზოგადოების მაღალი ნდობა და ამ ნდობის მოპოვებისთვის ჩვენი ღიაობა არის აუცილებებლი და ამ მიმართულებით ჩვენ ვართ სრულიად ღია“,- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები