ზაზა გაბუნია: ქალაქის განვითარება ნიშნავს სატრანსპორტო სისტემის სრულყოფას და განვითარებას, რაც თავის მხრივ ნიშნავს მდგრად ეკლოგიურ პოლიტიკას და ბედნიერ მოქალაქეებს

“მივესალმები თბილისის მერის მზადყოფნას, რადგან სატრანსპორტო პოლიტიკა ურბანული განვითარების ფუნდამენტური საკითხია”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.
ის მიესალმება თბილისის მერის მზადყოფნას, ამ საკითხში აქტიურად მოქმედებისათვის.
“ქალაქის განვითარება ნიშნავს სატრანსპორტო სისტემის სრულყოფას და განვითარებას, რაც თავის მხრივ, ნიშნავს მდგრად ეკოლოგიურ პოლიტიკას და ბედნიერ მოქალაქეებს, ამ მხრივ, სატრანსპორტო პოლიტიკა ურბანული განვითარების ფუნდამენტური საკითხია და მივესალმები მერის, კახა კალაძის მზადყოფნას ამ საკითხში აქტიურად მოქმედებისათვის”,-აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
ზაზა გაბუნიას თქმით, ეს თემა აქტუალურია, როგორც მუნიციპალური, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, რასაც დღევანდელ პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლაც ცხადყოფს.
როგორც თბილისის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე აღნიშნა, ახალი კომპლექსურად გააზრებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი – ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, ჰაერის დაბინძურების ხარისხის მნიშვნელოვნად შემცირება, მგზავრთათვის სწრაფი, კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები