„ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილების მიზნით უმჯობესია პოლიტიკური მხარდაჭერის ფორმატში სისტემური და კომპლექსური გადაწყვეტილებები მივიღოთ“
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამართულ ფორუმზე მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ დისკუსიის ფარგლებში სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტთან დაკავშირებით დამსწრე საზოგადოებას საკუთარი მოსაზრება გააცნო.
როგორც მან აღნიშნა, ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილების მიზნით უმჯობესია პოლიტიკური მხარდაჭერის ფორმატში სისტემური და კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღება, ვიდრე ინდივიდუალურ რეჟიმში აღნიშნული საქმეების განხილვა, რადგან მათი რაოდენობა რამდენიმე ათასს წარმოადგენს.
„ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილების მიზნით უმჯობესია პოლიტიკური მხარდაჭერის ფორმატში სისტემური და კომპლექსური გადაწყვეტილებები მივიღოთ, რადგან მათი რაოდენობა რამდენიმე ათასს წარმოადგენს“, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.