შალვა თადუმაძე: მე არასოდეს არ დავიცავ საკუთარ თავს, მე დავიცავ კანონს
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამართულ ფორუმზე მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ ნებისმიერი ანგარიშგების ფორმატზე თანახმაა.
„მე არასოდეს არ დავიცავ საკუთარ თავს, მე დავიცავ კანონს, ასე ვცხოვრობდი და მომავალშიც ასე ვაპირებ ცხოვრებას, ამიტომ ნებისმიერი ანგარიშგების ფორმატის თანახმა ვარ, ნებისმიერი ფორმატის, რომელშიც მაქსიმალური ჩართულობა იქნება, როგორც საპარლამენტო კონტროლის, ასევე სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის და ნებისმიერ შემოთავაზებაზე ჩვენ შეგვიძლია საჯაროთაც, დახურულ ფორმატშიც ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ მთავარ პროკურატურას ჰქონდეს მაღალი ნდობის ხარისხი“, – განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ.