შალვა თადუმაძე: ვგეგმავ საპროცესო და სისხლის სამართლის კოდექსის რეგულირების ზეგავლენის შეფასებას

საქართველოს მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამართულ ფორუმზე აღკვეთის ღონისძიების რეფორმასთან დაკავშირებით დისკუსიის ფორმატში ისაუბრა და განაცხადა რომ საპროცესო და სისხლის სამართლის კოდექსის რეგულირების ზეგავლენის შეფასებას და პრობლემური საკითხების ინიცირებას გეგმავს.
„არა თუ აღკვეთის ღონისძიებების რეფორმის განხორციელებას ვგეგმავ, არამედ ზოგადად ვგეგმავ საპროცესო და სისხლის სამართლის კოდექსის რეგულირების ზეგავლენის შეფასებას და ყველა იმ პრობლემური საკითხის ინიცირებას, საზოგადოებრივ განხილვას, რომელიც დაკავშირებულია ერთის მხრივ სისხლის სამართლის პოლიტიკასთან და მეორეს მხრივ საპროკურორო საქმიანობასთან“, -აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები