ნათია მეზვრიშვილი სმიტების მკვლელობის საქმეზე: თუ რაიმე გამოიკვეთება, შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ, სექსუალური კავშირი დაადასტურა ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ჟურნალისტებს განუცხადა.
მეზვრიშვილი აცხადებს, რომ კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე, დამატებითი დეტალების თქმისგან თავს შეიკავებს.
„მწყემსის საქმეს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით, ბოლო დასკვნა, რომელიც მიიღო შს სამინისტრომ, კერძოდ ეს არის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც სექსუალური კავშირი დაადასტურა ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის. რაც შეეხება დამატებით დეტალებს, თავს შევიკავებ მანამ, ვიდრე არ მივიღებთ კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც უკვე დამატებითი დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცემს. გამოძიება გრძელდება, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების პროცესი მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში და თუ რაიმე გამოიკვეთება, შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები