კახა კალაძე: საპრეზიდენტო კანდიდატი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ დასახელდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ დასახელდება. მისივე თქმით, მსჯელობა რამდენიმე ადამიანზე მიმდინარეობს.
“გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა და არის აზრთა სხვადასხვაობა. უახლოეს მომავალში იქნება პოლიტსაბჭოს შეკრება და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. რამდენიმე კანდიდატზე მიდის მსჯელობა. საკმაოდ ღირსეული ადამიანები არიან, რომლებსაც საზოგადოების მხარდაჭერით აქვთ პირველ ტურში გამარჯვების შესაძლებლობა. კანდიდატები, ვისზეა საუბარი, არ მინდა დავასახელო, მაგრამ ღირსეული კანდიდატი იქნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები