ირაკლი კობახიძე: არავის ველოდებით, ჩვენ გველოდება გიორგი მარგველაშვილი

„არავის არ ველოდებით, ჩვენ უნდა დაგველოდონ სხვები და როგორც ჩანს, ჩვენ გველოდება გიორგი მარგველაშვილი“, – ამ სიტყვებით ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებას.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო კანდიდატად ვინც არ უნდა დაასახელოს, მარგველაშვილთან შედარებით, სამმაგი სხვაობა მაინც ექნებათ. კობახიძე იმედოვნებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ადგილზე გასული კანდიდატი 20 პროცენტზე მეტს ვერ მიიღებს.

„აქ ვარ მე და აქ – თქვენ. გარანტიას გაძლევთ, რომ მეორე ადგილზე ვერც ერთი კანდიდატი 20 პროცენტზე მეტს ვერ მიიღებს და შეგიძლიათ განსაზღვროთ, ჩვენ ველოდებით სხვას თუ სხვა გველოდება, ჩვენ. ის პარტია ვართ, ვინც არჩევნებზე გარანტიით ყველაზე მეტ ხმას მიიღებს და დიდი უპირატესობა გვექნება, მეორე და მესამე კანდიდატებთან შედარებით. არავის არ ველოდებით, ჩვენ უნდა დაგველოდონ სხვები და როგორც ჩანს, ჩვენ გველოდება გიორგი მარგველაშვილი და გადაწყვეტილებას არ იღებს, თუმცა აქაც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებაზე გავლენას არანაირად არ ახდენს, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობაზე აღნიშნა, რომ პასუხის გაუცემლობით ეხმარება როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას. მისი თქმით, დღეს რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადოს, „ქართული ოცნება“ შეარჩევს კანდიდატს, რომელიც შემდგომში ყველაზე სუსტი და მორჩილი პრეზიდენტი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები