ზაზა სარალიძე არასრულწლოვან დ.ღ-ზე საუბრობს: ვიღაცას არ მოეწონა ამის ჩვენება, ვინც დაინტერესებული იყო საქმის გაფუჭებით

„შესაძლებელია, მოსყიდულია, შესაძლებელია, დაშინებულია, შესაძლებელია, თავისი მენტალობიდან გამომდინარე დამალა ეს ყველაფერი“, – აცხადებს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებასთან

ამასთან, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მისი შვილის მეგობარმა, დ.ღ.-მ სასამართლოს არაერთი ფაქტი დაუმალა.

„შესაძლებელია, მოსყიდულია, შესაძლებელია, დაშინებულია, შესაძლებელია, თავისი მენტალობიდან გამომდინარე დამალა ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ გამოძიებამ თავდაპირველად არ იმუშავა სწორად ამ პირთან, რომ სიმართლე ესაუბრა. შესაძლებელია, სიმართლე პირველივე რიცხვში ისაუბრა, მაგრამ 14 დღის შემდეგ გაგრძელდა ამ ბავშვის ხელახალი დაკითხვა, პირველი ჩვენება არ ჩანს არსად. ვიღაცას არ მოეწონა ამის ჩვენება, ვინც დაინტერესებული იყო ამ საქმის გაფუჭებით და დახია და დამალა,“ – აცხადებს სარალიძე.

ამასთან, დავით სარალიძის მამა ამბობს, რომ იგი არასრულწლოვან დ.ღ-ს რამდენჯერმე შეხვდა.

„არაერთხელ შევხვდი სასაუბროდ. პირველი შეხვედრა იყო არა მარტო ამ პირთან, არამედ ინციდენტში მონაწილე ყველა პირთან. ჩემი შვილის მხარე მაქვს მხედველობაში, რომლებსაც, თითქმის ყველას, ახლდა მშობლები, მამები კონკრეტულად. როდესაც კითხვებს ვსვამდი, მამები არ აცლიდნენ პასუხების გაცემას. თავად ერთვებოდნენ პასუხებში. აქედან გამომდინარე, ჩავშალე ეს შეხვედრა. ეს ფაქტი რატომ დამალა მაშინ? რატომ დამალა პანაშვიდებზე რომ იყო, რატომ დამალა საფლავზე რომ იყო, რატომ დამალა არაერთხელ საფლავზე რომ შევხდი? არ ვიცი, თავად ჰკითხეთ,“ – აცხადებს ზაზა სარალიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები